ირაკლი სესიაშვილი - მარატ კულახმეტოვი სამხედრო დამნაშავეა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 24.05.2017
ნანახია: 1358

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,  მარატ კულახმეტოვი სამხედრო დამნაშავეა.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, ყველა ხედავს, რომ მისი პოსტზე დანიშვნა ცინიკური დამოკიდებულებაა.

"ამასთანავე, ეს რეალური სახეა ოკუპანტის - რუსეთის, რომელიც ისეთ პირს ნიშნავს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობას უშუალოდ იღებდა და ჩვენს ქვეყანას ებრძოდა. ის არის პირი, რომელიც ჩემთვის სამხედრო დამნაშავეა და ასეთ პირს ე.წ. ელჩად რომ ნიშნავ, თავისთავად, ოკუპაციასთან და საერთაშორისო სამართლის  მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ადვილად აღსაქმელი და გასაგებია", - განაცხადა სესიაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე