თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან - სტოლტენბერგი
საქართველო, თბილისი - 14:46 | 24.05.2017 ნანახია: 1434
თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე, იმაზე, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "საზოგადოებრივ მაუწყებელის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ის ელოდება, რომ ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ალიანსის პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის ფორმატებს.
„მე ველოდები, რომ მოკავშირეები ჩვენი პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ და მათ შორის საქართველოზე. საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ცენტრი, წვრთნები, ტრენინგები. მე თავად ვიმყოფებოდი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად. საქართველოში და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს რამდენიმე დღეში. გენმდივნის მოადგილე იქნება პარლამენტარებთან ერთად თბილისში. ეს მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე და თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან და ასევე, რა პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მისიებსა და ოპერაციებში. ჩვენ ამ წვლილის გამო საქართველოს მადლიერი ვართ“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, ღია კარის პოლიტიკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია.
„რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ძალაშია, მათ შორის ის გადაწყვეტილებაც, რაც საქართველოს შესახებ მივიღეთ ვარშავაში. ბრიუსელის შეხვედრაც ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ველოდებით მონტენეგროს. 28 წევრი ქვეყნის პარლამენტმა მონტენეგროს ორგანიზაციაში მიღების საკითხის რატიფიკაცია მოახდინა. ამით დავადასტურეთ, რომ ნატოს კარი ღიაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას, რათა რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















