ზაზა ხატიაშვილი და "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 18:00 | 23.05.2017
ნანახია: 1136

პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები და „ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

დაზარალებულები გამოძიების დასრულებასა და განადგურებული ქონების სრულ კომპენსაციას ითხოვენ.

„ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს შენობებს უწვავს, არის ხელისუფლება? უნდა გადადგეს სამარცხვინო პროკურორი შოთაძე და უნდა ჩატარდეს ეფექტური გამოძიება. მაგრამ, სანამ მთავარ პროკურორს არ დაურეკავს გენერალური პროკურორი, შუშის სასახლიდან, მას არ შეუძლია რამე გააკეთოს,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

მოვაჭრეები შედეგის მიღებამდე პერმამენტულ აქციებს აანონსებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე