რაც ახლა ხდება თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია - ეკა მიშველაძე

საქართველო, თბილისი - 15:19 | 23.05.2017
ნანახია: 1158

„საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრით, ის, რაც ახლა ხდება თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში თვითმმართველობის მუშაობის დაკნინებაა“,- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, თვითმმართველობის არსებობა არის მეტი დემოკრატიის ნიმუში და არ შეიძლება ამ  წესზე უარის თქმა.

"პრეზიდენტის აზრით, ის რაც ახლა ხდება თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას, ვინაიდან თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან, თვითმმართველობის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო და სამოქალაქო ფუნქციონირება, ვინაიდან თვითმმართველობა არის უმთავრესი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე