გიორგი მარგველაშვილი მანჩესტერში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 23.05.2017
ნანახია: 1178

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მანჩესტერში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.

"შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 

საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.

ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე