საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის პრემიერ-მინისტრი 23 მაისს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 22.05.2017
ნანახია: 1164

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვევა.

23 მაისს, 10:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომლის  შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

13:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე