საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 17:36 | 21.05.2017
ნანახია: 1198

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდიმირი საქართველოს 23 მაისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

23 მაისს, თურქეთის პრემიერის დახვედრის ცერემონია გაიმართება, რომლის შემდეგაც თურქეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრი ერთმანეთს შეხვდებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა საკითხებზე ილაპარაკებენ ოფიციალურ შეხვედრაზე თურქეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრები.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, 15 მარტს გიორგი კვირიკაშვილმა ბინალი ილდიმირს ბათუმში არაოფიციალ ვახშამზე უმასპინძლა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე