სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულებს არ დაეხმარება - ლევან დავითაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:35 | 21.05.2017
ნანახია: 1842

სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ვერ და არ დაეხმარება, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. იგი ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ სტიქიებსა და მის შედეგებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, დაზარალებულ მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს ცრუ მოლოდინები, რადგან არსებობს აგროდაზღვევა და მსგავსი ერჯერადი ჩარევები არ იქნება სამართლიანი.

„საქართველოს მასშტაბით 38 000 ჰექტარი დაზიანდა. ზარალი მილიონობით ლარია და ბიუჯეტს ამის ფუფუნება არ აქვს"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე