დეკანოზი საპატრიარქომაც და პროკურატურამაც გაწირა - მამა ანდრია სარია

საქართველო, თბილისი - 23:11 | 20.05.2017
ნანახია: 3022

მამა გიორგი მამალაძე „უსიყვარულოდ არის გაწირული“, ამის შესახებ "განსხვავებულ აქცენტებში" მამა ანდრია სარიამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დეკანოზი საპატრიარქომაც და პროკურატურამაც გაწირა.

მამა ანდრია მიკერძოებულობაზე და პროკურატურის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს.

მამა ანდრია სარიას შეფასებით, საქმის პროკურორი სასამართლოზე ვიღაცის დაწერილს კითხულობდა.

მამა ანდრია სარია დეკანოზ მამალაძეზე აცხადებს, რომ „უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში“.

ის ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილისა და პროკურატურის მსხვერპლია და აღნიშნავს, რომ "ეს იყო იერიში მეუფე დიმიტრიზე".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე