ირაკლი კობახიძე პოლონურ მედიას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრა

საქართველო, თბილისი - 18:41 | 19.05.2017
ნანახია: 1108

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ვარშავაში იმყოფება, „პოლონურ რადიოს" და გაზეთ  „რესპუბლიკას" საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრა.

ჟურნალისტებთან - რობერტო გალეასთან და რუსლან რჟოშინთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მიმოიხილა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. მისივე თქმით, 26-29 მაისს თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ნატოს-ს არაწევრ ქვეყანაში იშვიათად ტარდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.

ირაკლი კობახიძე ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე