მრევლი მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დანის სროლაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 17:03 | 18.05.2017
ნანახია: 1169

საპატრიარქოსთან შეკრებილი მრევლი მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფაში და დანის სროლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ისინი საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ, რათა მხარი დაუჭირონ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს, რომელსაც მათი თქმით, სამტრედიის ქუჩის მცხოვრებნი საკუთარ სახლში არ უშვებენ.

შეკრებილთა თქმით, საპატრიარქოდან მათთან მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი გამოვიდა და ხალხს სიტყვიერი, შემდგომ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე