ლიტვური კულტურის ფესტივალი ტექნიკურ უნივერსიტეტში
საქართველო, თბილისი - 15:26 | 18.05.2017 ნანახია: 1599
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ინიციატივითა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 15 მაისს გაიხსნა ლიტვური და ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 20 მაისს დასრულდება.
15 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ: ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოდზიუნასი, საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი, სტუ-ის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტვური ენის შემსწავლელი სტუდენტები, ლიტველი პოეტები: ვიოლეტა შობლინსკაიტე, რენალდა მაჩულსკაინე და გასპარას ალექსა, ქართველი პოეტები, საქართველოს სახელმწიფო არტისტი გურანდა გაბუნია, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი ლაშა ამირეჯიბი, სტუ-ის პროფესორი გულაბერ ანანიაშვილი, რომელიც თავისუფლად ფლობს ლიტვურ ენას.
ფესტივალის გახსნაზე ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს ქართული და ლიტვური ლიტერატურული ნაწარმოებები, აგრეთვე აჟღერდა ქართული და ლიტვური სიმღერები.
გარდა ამისა, ფესტივალი გაგრძელდება საქართველოს კიდევ ორ მუნიციპალიტეტში; 18 მაისს ბორჯომში და 20 მაისს ამბროლაურში.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას“ ლიტვური თარგმნის პრეზენტაცია, რომლის ავტორი არის ვიოლეტა შობლინსკაიტე.
ბორჯობში და ამბროლაურში ფესტივალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ლიტველი პოეტები დაესწრებიან.
ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და ლიტვის განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. ლიტვურ ენას და კულტურას ცენტრში ასწავლის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















