საბერძნეთის სანაპიროებთან ოთხი მიგრანტის ცხედარი იპოვეს, ორი მათგანი ბავშვია

საქართველო, თბილისი - 13:37 | 04.11.2015
ნანახია: 1780

ოთხი მიგრანტი,მათ შორის ორი ბავშვი, ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო. ისინი გადმოვარდნენ ნავიდან, რომლითაც არალეგალურად გაადგილდებოდნენ. ამის შესახებ France-Presse საბერძნეთის პოლიციელებზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა ოთხი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. ნავში, რომელიც საბერძენთის კუნძულ ლესბოსსთან ჩაიძირა, 42 მიგრანტი იმყოფებოდა, რვა მათგანი წყალში გადავარდა. მაშველები კიდევ ოთხ მიგრანტს ეძებენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვიდან 704 ათასმა მიგრანტმა შეაღწია. მათგან ყველაზე მეტი - 560 ათასი, გერმანიამ მიიღო. ორგანიზაციის მონაცემებით ზღვაში 3 200 ლტოლვილი დაიხრჩო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე