სამხრეთ სუდანში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 04.11.2015
ნანახია: 1735

სამხრეთ სუდანში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავმა კატასტროფა ქვეყნის დედაქალაქ ჯუბას აეროპორტთან ახლოს აფრენისთანავე განიცადა.

როგორც Reuters-ი სამხეთ სუდანის პრეზიდენტზე დაყრდნობით იტყობინება, თვითმფრინავში 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 18 დაიღუპა, ორი გადარჩა, თუმცა მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან სააგენტო თვითმხილველებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას 40-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი. თუ რამდენი იმყოფებოდა მათგან თვითმფრინავის ბორტზე, უცნობია

ასევე უცნობია თვითმფრინავი სამგზავრო იყო თუ სატვირთო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე