ანა მარგველაშვილი არის ზრდასრული ადამიანი და მეგობრის დასაცავად, თავისი შეხედულებებისამებრ მოქმედებს- ეკა მიშველაძე

საქართველო, თბილისი - 15:28 | 16.05.2017
ნანახია: 1665

ანა მარგველაშვილი არის ზრდასრული ადამიანი და ის თავისი მეგობრის დასაცავად, თავისი შეხედულებებისამებრ მოქმედებს, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

„ანა მარგველაშვილი არის ზრდასრული ადამიანი და ის თავისი მეგობრის დასაცავად, თავისი შეხედულებებისამებრ მოქმედებს. დეტალებზე ვერ გავაკეთებთ განცხადებას“, - განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ მის მეგობარს თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკი ჩაუდეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაჭარავა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე