ეგვიპტეში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 04.11.2015
ნანახია: 1810

ეგვიპტეში პოლიციის შენობასთან ავტომობილის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 10 - დაიჭრა.

როგორც Reuters-ი ქვეყნის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, ტერორისტების სამიზნე ქალაქ ელ-არიშის პოლიციის განყოფილება იყო. ელ-არიში ჩრდილოეთ სინაის ადმინისტრციულ ცენტრს წარმოადგენს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ეგვიპტეში მოქმედი ”ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლებმა აიღეს.

დღეისათვის ეგვიპტის ტერიტორიაზე დაძაბული ვითარება ისევ შენარჩუნებულია. 2013 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ მუჰამედ მურსის მთავრობა დაამხეს, ისლამისტებმა არაერთხელ განახორციელს თავდასხმები ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე. გაცილებით არასტაბილური ვითარება სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში შეინიშნება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე