ნიანგებმა მღვდელი შეჭამეს

საქართველო, თბილისი - 10:49 | 15.05.2017
ნანახია: 1495

ზიმბაბვეში სამმა ნიანგმა სასულიერო პირი ჯონათან მთჰეთჰვა შეჭამეს. როგორც Daily Mail-ი წერს, ის მდინარეზე გადასვლას ცდილობდა.

ინციდენტი იმ ადგილას მოხდა, სადაც მტაცებლების დიდი რაოდენობა ბინადრობს. როგორც გამოცემა წერს, მღვდელი წყალში შევიდა, გაიარა 30 ,მეტრი და უკვე ნაპირზე ამოსვლის მომენტში მას თავს სამი ნიანგი დაესხა.

 „არ გვესმის, ეს როგორ უნდა მომხდარიყო, ის მთელი კვირა ლოცულობდა, ნიანგებმა კი ზუსტად ორი წუთში შეჭამეს“, -აღნიშნა მღვდილის ერთ-ერთმა მოწაფემ.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ცხედრის ნაწილები დახვდათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე