საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 04.11.2015
ნანახია: 2959

5 ნოემბერს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. იგეგმება საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან  ილია მეორესთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,   მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს. ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 6 ნოემბერს დაასრულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე