ირმა ინაშვილი: არ გატყუებთ

საქართველო, თბილისი - 14:50 | 14.05.2017
ნანახია: 1506

„პატივცემულო საზოგადოებავ, მინდა იცოდეთ, რომ არ გატყუებთ“,-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა რუსთავში მიმდინარე საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე.

მან უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას უპასუხა, რომლის თქმითაც ხმების განაწილების პრინციპი ახალ კონსტიტუციაში უკეთესი იქნება და ოპოზიცია მეტ ხმას მიიღებდა.

„პოპულიზმის კლასიკური მაგალითია, რასაც მე ვუყურებ აქ. ბრალს მდებთ, რომ ვატყუებ საზოგადოებას და არ შემიძლია არ გამოგეხმაუროთ. პატივცემულო საზოგადოებავ, მინდა იცოდეთ, რომ არ გატყუებთ. მე გეუბნებით სიმართლეს და ძალიან მარტივ ენაზე ვამბობ ამას. რასაც გვთავაზობს უმრავლესობა, რომ ეს გადასანაწილებელი ხმები დემოკრატიულად ნაწილდება... აი, ეს არის ტყუილი! ეს არის დემაგოგია და ეს არის პოპულიზმი,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე