„ისრაელის სახლმა“ ისრაელის მშენებელთა გაერთიანებას ქართველ მუშებზე ზრუნვა სთხოვა
საქართველო, თბილისი - 16:12 | 12.05.2017 ნანახია: 1349
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელის მშენებელთა გაერთიანების თავმჯდომარე, რომელმაც სასტუმრო „პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ მონაწილეობა მიიღო დასაქმებულთა უფლებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიებას 60 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
კონფერენციის მეორე დღეს იცხაკ მოიალმა შეხვედრა გამართა „ისრაელის სახლში“, სადაც განიხილეს ისრაელში ლეგალურად და უკანონოდ დასაქმებულთა უფლებების საკითხი.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ სტუმარს სთხოვა, საქართველოსთვის სამუშაო კვოტების ოფიციალურად გამოყოფის შემთხვევაში, იზრუნოს ქართველ მშენებლების დასაქმებაზე.
იცხაკ მოიალის თქმით, ისრაელში ოფიციალურად დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უფლებები გათანაბრებულია ისრაელის მოქალაქის უფლებებთან. ისინი იღებენ სოციალურ მხარდაჭერას, მათზე ზრუნავს პროფკავშირი, შრომის ანაზღაურებაც ისეთივეა, როგორც ისრაელის მოქალაქის. ისრაელის მშენებელთა გაერთიანების თავმჯდომარემ მაგალითისთვის ისრაელში პალესტინელთა დასაქმების შემთხვევა გაიხსენა. მისი თქმით, პალესტინელი არაბები არცერთ არაბულ ქვეყანაში არ იღებენ ისეთ მაღალ ანაზღაურებასა და სოციალურ შეღავათებს, როგორც ისრაელში.
შეხვედრაზე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დარჩენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დაუშვებელია ქვეყანაში უკანონოდ შეღწევა, რაც ვნებს ურთიერთობებს. ამიტომაც რამდენიმე თვის წინათ ის გამოვიდა ინიციატივით, რომ დროებით, 100 დღით შეჩერდეს უვიზო რეჟიმი და მხარეებმა კარგად შეისწავლონ არსებული პრობლემები, რათა იოლად მოხდეს მისი აღმოფხვრა.
იციკ მოშეს აზრით, ამ საკითხში ერთ-ერთი სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი ისიცაა, რომ მხარეები პრობლემის განხილვისას სხვადასხვა ტერმინოლოგიით საუბრობენ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე მოლაპარაკებები საბოლოოდ წარმატებით დასრულდება.
იცხაკ მოიალმა გამოთქვა სურვილი, ოფიციალური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ისრაელში ვიზიტისას შეხვდეს საქართველოს ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას და მასთან ერთად დაგეგმოს მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები, რის შემდეგაც ისრაელის პროფკავშირებისა და მშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და ადგილზე შეარჩევენ და გადაამზადებენ კადრებს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















