გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა სატელევიზიო არხებიდან ვრცელდება - NDI

საქართველო, თბილისი - 12:04 | 12.05.2017
ნანახია: 1201

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს. 

კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში რუსული პროპაგანა არსებობს, გამოკითხულთა 27% უარყოფითად პასუხობს, 26%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა. 

რაც შეეხება კითხვას, თუ რა სახით ვრცელდება ეს პროპაგანდა, გამოკითხული მოსახლეობის 39% - სატელევიზიო არხებს, 34% - პოლიტიკურ პარტიებს, 32% - ინტერნეტ და სოციალურ მედიას, 15% - რუსულენოვან არხებს, 1% - ეკლესიას, ხოლო 3% - მეზობელ/ნათესავს ასახელებს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ დღეს, საზოგადოებას მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგების პირველი ნაწილი გააცნო. 

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე