ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველო, თბილისი - 16:34 | 11.05.2017 ნანახია: 1530
10 მაისს, თბილისში გაიმართა ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. ისრაელის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი.
კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში არალეგალური მიგრაციის საკითხზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ საქართველოს მხრიდან ისრაელში არალეგალურ მიგრანტთა ნაკადის მაჩვენებლის შესამცირებლად, რაც საბოლოო ჯამში ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს დაიწყონ საუბარი შრომითი მიგრაციის თაობაზე.
საკონსულო კონსულტაციებისას მხარეებმა მიღწიეს პრინციპული შეთანხმებას, რომ ამ ეტაპზე შრომითი მიგრაციის პირობები გავრცელდეს ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, თუკი ისინი ნებაყოფლობით დატოვებენ ისრაელის სახელმწიფოს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში შეიმუშაონ იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს დატოვების შემთხვევაში.
საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ზვიად გონაძე, მონაწილეობდნენ - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ტაბატაძე და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - პაატა კალანდაძე. კონსულტაციებში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ისრაელის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - სტელა რაპი, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი- შაბთაი ცური და ისრაელის საზღვრის დაცვის თანამშრომლები.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















