თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე მიიღო
საქართველო, თბილისი - 18:12 | 10.05.2017 ნანახია: 1362
თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე მიიღო. იუსტიციის მინისტრმა ხოსე მარკენიო დე ლანოს საქართველოში ჩამოსვლა მიულოცა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საერთაშორისო კავშირმა თავისი გენერალური საბჭოს სხდომის ადგილად სწორედ საქართველო შეარჩია.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი პატარიძე, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, აგრეთვე, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის ქვეყნების ვიცეთავმჯდომარე სიგრუნ ერბერ ფალერი. საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოში ნოტარიატის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელთა დასაძლევადაც ყველა ქვეყანა დგამს ნაბიჯებს. იუსტიციის მინისტრმა კავშირის თავმჯდომარეს ამ გამოწვევათა დასაძლევად საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გააცნო ის რეფორმები, რომლებიც გატარდა და მომავალში გატარდება; სტუმარს, ასევე, ესაუბრა ნოტარიატში ბლოკჩეინის სისტემის, როგორც დამატებითი სერვისის, დანერგვის შესახებ.
ხოსე მარკენიო დე ლანომ სანოტარო სისტემაში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასა და საქართველოს ნოტარიატის კონტინენტური სისტემის განვითარება მიულოცა.
ხოსე მარკენიო დე ლანო საქართველოში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მასპინძლობს. გენერალური საბჭოს სხდომას 90-მდე ქვეყნის 200-მდე ნოტარიუსი ესწრება. ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია ვიზიტი უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია. 2016 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე საქართველო კავშირის ერთ-ერთ აქტიურ წევრ ქვეყნად გამოაცხადეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არა მხოლოდ სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებში, ითვალისწინებს ლათინური ნოტარიატის კავშირის რეკომენდაციებს, არამედ მასპინძლობს კიდეც კონფერენციებს. გასულ წელს საქართველოში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კონფერენცია წარმატებით ჩატარდა უშუალოდ იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და ძალისხმევით. ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე მინისტრს მადლობაც გადაუხადეს სტუმრებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















