ეკა ბესელია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 18:09 | 10.05.2017 ნანახია: 1559
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარეს, ხოსე მარკენიო დელანოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის კონგრესზე, რომელიც თბილისში ხვალ გაიხსნება და ასევე, სამომავალო თანამშრომლობისპერსპექტივებზე.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში პირველად ტარდება ასეთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და მასში მონაწილეობას87 ქვეყნის 200-მდე ნატარიუსი მიიღებს. ხოსე მარკენიო დე ლანომ აღნიშნა, რომ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს სანოტარო სერვისების განვითარებას მომავალში. მისივე თქმით, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსებს შორისონფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმის მონაწილეებისთვისგანსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება, რადგან საქართველოს სანოტარო სისტემა ძალიან პროგრესული და ძალიან განვითარებულია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ძალიან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისოფორუმებში იმისთვის, რომ წრაფად მოხდეს ახალი სტანდარტების დანერგვა და ამ მხრივ საქართველოს კარგი პროგრესი აქვს. მისივე თქმით, ნოტარიუსთასაერთაშორისო კავშირთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც იურტიციის სამინისტროსთვის და ნოტარიუსთა პალატისთვის, ასევესაქართველოს პარლამენტისთვისაც. „ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მივიღეთ „ნოტარიატის შესახებ" კანონში და ამით ძალიან გავაუმჯობესეთ სანოტარომომსახურების ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება კიდევ უფრო გაამდიდრებს და გააძლიერებს საქართველოს სანოტაროსისიტემას. ეკა ბესელიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომიტეტი და ზოგადად პარლამენტი საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაეხმარება, რომ სისტემას კარგისაკანონმდებლო ბაზა ჰქონდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ექსპერტული მოსაზრებების გაზიარება პარლამენტისთვისაცსაინტერესო იქნება ახალი სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით.
საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ, ხოსე მარკენიო დე ლანომ ორგანიზაციის სახელით მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარეს ნებისმიერ საკითხზე ექსპეტულიდახმარება გაუწიოს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიასა და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარის, ხოსე მარკენიო დე ლანოს შეხვედრასსაქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ესწრებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„საქართველოს ნოტარიატთა სისტემას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება და როდესაც ვესაუბრებოდი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს, მანაღნიშნა, რომ საქართველო არის მოწინავე, საქართველო არის ლიდერი ამ მხრივ და ისინი საუკეთესო გამოცდილებას იღებენ საქართველოს სამართლებრივი სისტემიდან,რომელიც ნოტარიატთა საქმიანობას ეხება. ჩვენ გამოვყავით შემდგომი თანამშრომლობის საინტერესო სამართლებრივი სივრცე, ეს არის ექსპერტული მოსაზრებები დაშევთანხმდით , რომ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი მაღალი შეფასებების მოსმენის შემდეგ და იყო ძალიან კარგი მხარდაჭერისდემონსტრირება საქართველოს მიმართ იმ რეფორმების გამო, რომლებიც ბოლო წლებში გატარდა ნოტარიატთა სამართლებრივი სისტემისა დ ინსტიტუციურიგაძლიერებისთვის",- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















