ტყიბულში მინდელის შახტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოები დასრულდა
საქართველო, თბილისი - 10:42 | 10.05.2017 ნანახია: 1369
ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან უკვე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. მინდელის შახტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეებს, მეშახტეებს, ტყიბულელებს. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა, ბოლო მომენტამდე მაინც გვქონდა იმედი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი. დაღუპულთა ოჯახებს გაეწევათ ყველა სახის კომპენსირება როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დღეს არ არის აქ ის სიტუაცია, რომ ვეძებოთ მტყუან–მართალი, რადგან ახლა ამ ქალაქს, ჩვენს მეშახტეებს უნდა დავუდგეთ გვერდში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს და თითოეულ მეშახტეს ეს ტრაგიკული მდგომარეობა შევუმსუბუქოთ“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად არის დაცული საქართველოში დასაქმებულთა უფლებები, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ შრომითი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს, თუმცა, მისივე თქმით, ამ კანონმდებლობამ უკვე კარდინალური და სერიოზული პროგრესი განიცადა. „რაც შეეხება შრომითი პირობების დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ წარმოებებში ის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
დაღუპულთა ოჯახებს ასევე მიუსამძიმრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. „დიდი ტრაგედია გვაქვს, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება, მასში ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები და ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ახლა ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს“, – განაცხადა ალავიძემ.
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულატ ჯაყელის თქმით, კომპანია ყველაფერს გააკეთებს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების თანადგომისთვის. „ძალიან კარგი ადამიანები დავკარგეთ, მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ კოლექტივს. ჩვენი კომპანია მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ასევე მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მათ შევხვდით, ვესაუბრეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯამბულატ ჯაყელმა.
კომპანია „საქნახშირის“ ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია 9 მაისს მოხდა, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს ბადია მოწყდა და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში მაშინვე გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ტყიბულში იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი მეშახტეების სამძებრო სამუშაოები დაახლოებით დილის 08.30 საათზე დასრულდა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















