”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს 30 ათასამდე უცხოელი იბრძვის

საქართველო, თბილისი - 11:08 | 04.11.2015
ნანახია: 1837

”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს 25-30 ათასი უცხოელი მებრძოლი იბრძვის. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მებრძოლები რუსეთიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებიდანაც არიან.

”დღეს ”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს 25-30 ათასი უცხოელი ტერორისტი იბრძვის, მათ შორის არიან აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებიდან და რუსეთიდან. თუ კი ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან, ძალადობისა და ექტრემიზმის პოტენციალს შეინარუნებენ და ჩვენს ქვეყნებში პროპაგანდას გაუწევენ რადიკალურ იდეებს, ან დივერსიების ორგანიზებას განახორციელებენ”, - აღნიშნა ანტონოვმა.

მისი თქმით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სახელმწიფოების მთავარ ამოცანას წარმოადგენს არ დაუშვას მსგავსი სცენარის განვითარება თავიანთ ქვეყნებში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე