საურ-მოგილის მემორიალურ კომპლექსთან ორი ბომბი აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 15:49 | 08.05.2017
ნანახია: 1357

მორიგი ინციდენტი დონბასში - საურ-მოგილის მემორიალურ კომპლექსთან ორი ბომბი აფეთქდა.

კომპლექსთან დონეცკის დეფაქტო ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს კორტეჟს უნდა ჩაევლო. აფეთების შედეგად არავინ დაშავებულა.

სეპარატისტთა ლიდერებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭეს.

მემორიალურ კომპლექსში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა იგეგმებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე