ოლანდი მაკრონს უფლებამოსილებას 14 მაისს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 08.05.2017
ნანახია: 1259

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ემანუელ მაკრონს უფლებამოსილებას 14 მაისს გადასცემს. ამის შესახებ გაზეთი Figaro წერს.

ოლანდის მანდატი 14 მაისის ღამეს იწურება.

გუშინ საფრანგეთში საპრეზიდნეტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.  მაკრონმა ამომრჩევლების ხმათა 66,1 პროცენტით გაიმარჯვა. მას 20,7 მლნ-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ”ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა 10,6 მლნ ხმა (33,9 პროცენტი) მიიღო.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე