საქართველოს პრემიერ- მინისტრი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს დღეს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 13:32 | 08.05.2017
ნანახია: 1132

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზე გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდება. 

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია აშშ-ში პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით 7 მაისს ჩავიდა. ოფიციალური ვიზიტი კი 8-დან 10 მაისამდე გაგრძელდება.

9 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდება.

დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები სენატორებთან, კონგრესმენებთან, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან და ექსპეტებთან. 

 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე