ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:44 | 05.05.2017
ნანახია: 1703

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა. 

ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც "პრაიმნიუსჯორჯია" უცვლელად გთავაზობთ:

„ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე