ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:09 | 05.05.2017
ნანახია: 1547

ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ქუთაისში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობს.

"ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება. ქუთაისში საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა იგეგმება და ქუთაისი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კონსტიტუციური ცვლილების პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ჩანაწერი აღარ არის, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე