აშშ-ის ადმინისტრაციას იმ ქვეყნების დახმარება აეკრძალა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ

საქართველო, თბილისი - 12:45 | 04.05.2017
ნანახია: 1244

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი და სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტიც დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან, ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც მიმართული იქნება ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპაში რუსეთის გავლენისა და აგრესიის შესამცირებლად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

თანხები გამოიყოფა ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე