აშშ რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის ხარჯებს ზრდის

საქართველო, თბილისი - 10:50 | 04.11.2015
ნანახია: 1764

აშშ რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო პროპაგანდისთვის ხარჯების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბენჟამინ ზიფმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, 2016 წლისთვის ასიგნებები ”სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად” რეგიონში, რომელიც რუსეთსაც მოიცავს, 26 -პროცენტით - 83 მლნ დოლარამდე გაიზრდება.

ზიფმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ვაშინგტონში რუსულ აუდიტორიაზე საუკეთესო ზემოქმედებად ტელევიზიას მიიჩნევენ, თუმცა ამერიკელებს მუშაობა და პროპაგანდის განხორციელება ძირითადად ინტერნეტითა და სოციალური ქსელით უწევთ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე