ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას -ჩუგოშვილი ტრამპისადმი კონგრესმენების მიმართვაზე
საქართველო, თბილისი - 11:53 | 03.05.2017 ნანახია: 1721
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის "რესპუბლიკური" და "დემოკრატიული" პარტიის 30 კონგრესმენის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მიმართვას უპრეცედენტო ფაქტად აფასებს.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის საკითხი, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საუბარი დაიწყოს.
”პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ანუ ის, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საუბარი დაიწყოს. ამავე წერილში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს უკანასკნელი წლების განმავლობაში და ის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და წვლილი, რომელიც საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში და ზოგადად, გლობალური უსაფრთხოების საკითხებში შეაქვს. ასე რომ, როგორც შინაარსობლივად იმ მესიჯების გათვალისწინებით, რაც ამ წერილშია მოცემული, ასევე თავად ის ფაქტი, რომ სულ უფრო იზრდება კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ კონგრესმენთა რაოდენობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ, ეს ძალიან შეუწყობს ხელს როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წინ წაწევას, ასევე კიდევ უფრო სამომავლო პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამერიკის პოზიცია იქნება გადამწყვეტი ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, დღეს, საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. კონგრესმენები აშშ-ს პრეზიდენტს მოუწოდებენ, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისაკენ და ამ მიზნით ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე მაღალი დონის დიალოგის გაღრმავებისაკენ. კონგრესმენები ასევე მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს განაგრძოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა. წერილში ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ის მხრიდან ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროება.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















