სირიაში ლტოლვილების ბანაკზე თავდასხმას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 03.05.2017
ნანახია: 1225

30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სირია-ირანის საზღვართან ახლოს ლტოლვილების ბანაკზე ”ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმას.

მებრძოლები რაჯმ-ედ-სალიბში დროებით ბანაკს თავს დაესხნენ. ტერორისტების სამიზნეები ასევე გახდნენ ალიანსის - ”სირიის დემოკრატიული ძალების” წევრებიც.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის განცხადებით, ბანაკის ტერიტორიაზე თავი სულ მცირე ხუთმა თვითმკვლელმა აიფეთქა.

ორგანიზაციის მონაცემებით, მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა აფეთქებებისა და შეტაკებების შედეგად, მათ შორის 21 მშვიდობიანი მოქალაქეა. დაჭრილია კიდევ 30 ადამიანი.

როგორც ბი-ბი-სის ერაყის არმიის წყარომ განუცხადა, თავდამსხმელებმა ათობით ადამიანიც გაიტაცეს. თუმცა ეს ინფორმცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე