არ შეიძლება კონსტიტუცია ერთმა პოლიტიკურმა ძალამ - ნიკა რურუა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 01.05.2017
ნანახია: 1509

არ შეიძლება კონსტიტუცია ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორც შარვალი, თავის ტანზე გადაიკეთოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხისთვის პრეზიდენტის უფლების ჩამორთმევა, ისევე როგრც ოპოზიციისთვის მიცემული ხმების მმართველი გუნდისთვის ჩუქება დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში პრობლემებს დაამძიმებს. 

"მმართველ გუნდს კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების უფლება არ უნდა მივცეთ. კონსტიტუცია ყველას დოკუმენტია და არ შეიძლება ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორც შარვალი თავის ტანზე გადაიკეთოს", - განაცხადა ნიკა რურუამ. 

საკონსტიტუციო ცვლილებების  პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე