პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება აზრს კარგავს - არჩილ თალაკვაძე
საქართველო, თბილისი - 17:30 | 28.04.2017 ნანახია: 1762
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება აზრს კარგავს.
მისი თქმით, თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესის 2018 წლის შემდეგ ამოქმედებას კომპრომისად ადრე მიიჩნევდა, დღეს ამას კომრომიმისად აღარ მიიჩნევს და შესაძლოა, ამ კომპრომისს აზრი დაეკარგოს.
"დღევანდელი კანონით, პრეზიდენტი პარტიებზე მაღლა დგას და ჩვენს მიერ შემუშავებული ვერსიითაც, გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას. ის პროცესი, რომელთანაც ახლა საქმე გვაქვს, პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს. საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, პროექტს კენჭი ვუყარეთ, სადაც პირდაპირ ჩაწერილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოდელი ძალაში შემდეგ არჩევნებზე უნდა შესულიყო. ანუ, ახლანდელი არჩევნები არსებული წესით ჩატარდებოდა, შემდგომი - ახალი პრინციპით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ სპეკულაციებს წერტილი დასმოდა. გახსოვთ, განცხადებები კეთდებოდა იმის თაობაზე, რომ ეს ერთი ადამიანის - პრეზიდენტის წინააღმდეგ ხდებოდა. ასეთი კომპრომისი გაკეთდა და ამან სპეკულაციები დაასრულა, მაგრამ უკვე სხვა პროცესი დაიწყო, რაც ალბათ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ როგორმე საკონსტიტუციო რეფორმის ბოიკოტირება მოეხდინათ",-აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე აზრით, პარლამენტის თავმჯდომარემ იდეალურად მოახერხა, რომ დათქმულ დროში კონსტიტუციის ახალ პროექტზე მუშაობა დაესრულებინა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















