ავღანეთში 19 წლის გოგონა ქმრის ღალატისთვის ჩაქოლეს

საქართველო, თბილისი - 10:18 | 04.11.2015
ნანახია: 1975

ავღანეთში ახალგაზრდა ქალი ჩაქოლეს. შემზარავი კადრების ამსახველი ვიდეო რადიო ”თავისუფლების” ადგილობრივმა კორესპონდენტმა ინტერნეტით გაავრცელა. კადრებმა ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ავღანეთის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა ”თალიბანის” ლიდერებს დააკისრა.

კადრებში ჩანს, ათობით მამაკაცი როგორ უშენს თავში ქვებს ორმოში ყელამდე ჩაფლულ 19 წლის გოგონას.

ადგილობრივი მედიიის ცნობით, გოგონა მშობლებმა ასაკით უფროს მამაკაცს მიათხოვეს. მან თავის საყვარელ მამკაცთან ერთად სახლიდან გაქცევა მოახერხა. თუმცა ისინი დაიჭირეს, გოგონას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ბიჭი კი გაროზგეს.

პროვინციის გუბერნატორის თქმით, გოგონას მკვლელობაში ”თალიბანის” საველე მეთაურები და სასულიერო ლიდერები მონაწილეობდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე