ქვეყნის მთავარი დოკუმენტი კონსენსუსის გარეშეა ხელმოწერილი - გიორგი მარგველაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:31 | 28.04.2017 ნანახია: 1183
ქვეყნის მთავარი დოკუმენტი კონსენსუსის გარეშეა ხელმოწერილი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის - „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციას ხელს ყველა მოქალაქე უნდა აწერდეს და კონსტიტუციის წერის პროცესი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად გამთლიანების, უფრო მეტად გაძლიერების წინაპირობა. მან ხალხის აზრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დემოკრატიულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
"ქვეყნის მთავარი დოკუმენტი კონსენსუსის გარეშეა ხელმოწერილი და როდესაც საკონსტიტუციო კომისია თითქმის ყველამ დატოვა, ხალხის აზრი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.'- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა საარჩევნო სისტემის და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზეც ისაუბრა. ის შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხალხის აზრით არავინ დაინტერესებულა ამ ცვლილებების მიღებისას.
"მთავარსარდლის ფუნქცია დაიკარგა და ქვეყანაში, სადაც ასეთი გამოწვევებია, ეს დიდი პრობლემაა. არასდროს არ შევეკვრები არავის და არ ვივაჭრებ კონსტიტუციით და არც არავინ იფიქროს ქვეყნის მთავარი დოკუმენტით ვაჭრობა და მისი შიდა ინტერესებზე მორგება,"- ამბობს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილმა მანდატების განაწილების სისტემას უსამართლო და მიუღებელი უწოდა. ამ წუთებში სტუდენტებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს. პრეზიდენტი დღესვე ახალციხის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. სამცხე-ჯავახეთი უკვე მე-5 რეგიონია, სადაც კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი შეხვედრებს მართავს.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი). დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა. ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















