არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით - გიორგი მარგველაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:12 | 28.04.2017 ნანახია: 1341
ეს განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
„გაჟღერდა გარკვეული ნოტები, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კომპრომისია და 2018 წლიდან იქნება პრეზიდენტი არჩეული არაპირდაპირი გზით და არა 2023 წლიდან.
რაღაც პოლიტიკურ კომპრომისებზე საუბრობენ, თითქოს ვინმე რამე დიალოგში შედის საკონსტიტუციო კომისიასთან და მის მესვეურებთან.
არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით; არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელიდა არა ცალკეული პოლიტიკოსების, რაღაც ამბიციების შემკრები.
არასოდეს მივაჭრია ამ თემით და, არც არასოდეს არავინ იფიქროს, რომ მევაჭროს ამ საკითხზე, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი.
ასევე, მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ საკითხზე გამოთქვამს საკუთარ პოზიციას - მე მესმის, რომ ყველა არის პოლიტიკოსი და ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ამ დოკუმენტზე ვაჭრობა, ამდოკუმენტში რაღაც, შიდა ინტერესების ჩადება უაღესად არასწორია.
აქ ჩვენ ყველა მართლა გულწრფელები უნდა ვიყოთ და პასუხად ამ გზავნილებზე, მინდა ვთქვა, რომ ნუ ირჯებიან ტყუილად - ჩემი ინტერესი არ არის ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგებაკონსტიტუციაზე!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიამ კონსენსუსის გარეშე მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს, ძირითად, ჩარჩო კანონისპროექტს ხელი არ მოაწერა არცერთმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ დატოვეს კომისია და დოკუმენტს მხოლოდ ერთი პარტია აწერს ხელს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კომისიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტიების აზრი, რომელიცეხებოდა საარჩევნო ბარიერის დაწევას, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლებას, გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების საკითხებს.
პრეზიდენტის აზრით, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვით, ოპოზიციური პარტიების არგუმენტების მიხედვით, მათ გაუჭირდებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ამის გათვალისწინებით, იქმნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ არა მრავალპარტიული, არამედ, ორპოლუსიანი პარლამენტი.
პრეზიდენტის თქმით, ასევე ოპოზიციურ პარტიებს უსამართლოდ მიაჩნიათ, რომ გადაუნაწილებელ მანდატებს მხოლოდ გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ითვისებს, არც ეს უსამართლობა არ არის გასწორებული, რომელიც არც ამომრჩევლისათვისაა მისაღები, რადგან მის, სხვა პარტიისათვის მიცემულ ხმას ითვისებს არჩევნებში გამარჯვებული, სხვა პარტია, რომლისთვისაც მას ხმა არ მიუცია.
გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია", რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ხუთი რეგიონი შემოიარა და უკვე მერვე შეხვედრა გამართა, მარტშიდაიწყო და იგი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ახალგაზრდებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას, რომელსაც ადმინისტრაციის უროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებიან, საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან და შეკითხვა დაუსვან საქარველოს პრეზიდენტს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიცუკვე გამოაქვეყნა საკონსტიტუციო კომისიამ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















