მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ

საქართველო, თბილისი - 11:30 | 28.04.2017
ნანახია: 1169

მაკედონიის დედაქალქ სკოპიეში დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. შტორმის შედეგად დაშავდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი ზორან ზაევი.

აქციის მონაწილეები პარლამენტის სპიკერად ეთნიკური ალბანელის თალათ ჯაფერის არჩევას აპროტესტებდნენ.

200-მდე დემონსტრანტი ჯერ ფოიეში, შემდგე კი სხდომათა დარბაზში შეიჭრა. ზოგიერთი მათგანი ნიღბებით იყო. ჩამსხვრეულია შუშები და კორიდორებში სიხლის კვალია დარჩენილი.

”როიტერის” ინფორმაციით, პოლიციამ დემონტრანტების წინააღმდეგ მანათობელ-ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა, რათა დეპუტატებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცემოდათ.

პარლამენტის პრეს-ცენტრში ბლოკირებული დეპუტატები კი სპეცრაზმმა გაათავისუფლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე