გერმანიაში საჯარო მოხელეებს ნიქაბების ტარება აეკრძალათ

საქართველო, თბილისი - 10:51 | 28.04.2017
ნანახია: 1181

ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების თანმშრომლებს, სამუშაო საათებში ნიქაბის ან ფარანჯის ტარებას უკრძლავს.

კანონი საჯარო მოხელეებს, მოსამართლეებსა და სამხედროებს შეეხება.

”ინტეგრაცია სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ფასეულობები დავნერგოთ და მათი დემონსტრირება ნათლად მოვახდინოთ, ასევე ვაჩვენოთ სად არის  ზღვარი  ჩვენი ტოლერანტობისა სხვა კულტურების მიმართ. ჩვენს მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ამ საქმეში დიდ წვლილს შეიტანს,”- განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა.  

ახალი ღონსიძიება სახის დამფარავი სამოსის ტარებას უკრძალვს მხოლოდ საჯარო მოხელეებს, მოსამრთლეებსა და სამხედროებს. ამასთან მემარჯვენე პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ ნიქაბების აკრძლავა გავრცელებულიყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, როგორც ეს საფრანგეთასა და სხვა რიგ ქვეყნებშია მიღებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე