თურქეთში 9 ათასი პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს

საქართველო, თბილისი - 10:08 | 27.04.2017
ნანახია: 1306

თურქეთის პოლიციამ ფეთულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 9 ათასი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

შს სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მანამდე სამართალდამცველებმა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მასობრივი დაკავებები თურქეთში 2016 წლის ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო.

პოლიციამ 40 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე