ღარიბაშვილმა "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 19:19 | 03.11.2015
ნანახია: 1737

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი2" ჟურნალისტებს მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა.    

“მინდა რუსთავი2-ის ჟურნალისტებს მოგმართოთ, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და მინდა დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა თქვენდამი. დაუშვებელია მედიასაშულებების პოლიტიზება და ყველა პოლიტიკოსმა უნდა შეიკავოს თავი მედიის პოლიტიზებისგან, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. რასაკვირველია, თქვენ გაქვთ უფლება გაგაჩნდეთ პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს უნდა იყოს პირადი. მე ვერ დაგაძალებთ, რომ მხარდამჭერი იყოთ ჩვენი მთავრობის, რადგან თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება გააგრძელოთ თქვენი საქმე, ისე როგორც ამას აკეთებთ,”-განმარტა პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე