მსოფლიოში ყველაზე ნორჩი მწეველი თამბაქოს მოხმარებას გადაეჩვია და გახდა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 26.04.2017
ნანახია: 1465

ცხრა წლის ინდონეზიელი ბიჭუნა ალდი რიზალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ნორჩ მწეველად იყო მიჩნეული, მავნე ჩვევისგან გათავისუფლდა და გახდა. ამის შესახებ  The Daily Mail-ი წერს.

რიზალი თამბაქოს მოხმარებას 2 წლის ასაკიდან მიეჩვია, ის დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა. ხუთი წლის ასაკში ბიჭმა რეაბილიტაციის კურსი გაიარა და მოწევას გადაეჩვია.

მაგრამ რიზალი სხვა მავნე ჩვევაზე გახდა დამოკიდებული.  ბავშვმა ცხიმიანი საკვების მიღება დაიწყო და წონაში სწრაფად მოიმატა.

ცხრა წლის ასკაში ბიჭმა სწორი კვება ისწვალა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რიზალმა სწავლაც დაიწყო და დაწყებით სკოლაში საუკეთესო მოსწავლე გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე