Charlie Hebdo-ზე თავდასხმის საქმეზე 10 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:17 | 26.04.2017
ნანახია: 1349

საფრანგეთსა და ბელგიაში 2015 წელს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-სა და ქაშერულ სუპერმარკეტზე თავდასხმის გამოძიების ფარგლებში 10 პირი დააკავეს.

ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან იარაღის მიწოდებაში ამედი კულიბალისთვის, რომელიც 2015 წლის იანვარში პარიზში  ტერორისტული აქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ტერაქტები სერია საფრანგეთში 2015 წლის 7 იანვარს მას სემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალმა Charlie Hebdo-მ  მუსულმანთა მოციქულის მუჰამედის კარიკატურა დაბეჭდა.  სამი დღის განმავლობაში 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი პოლიციელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე