თურქეთში გიულენის 1000-ე მეტი მხარდამჭერი დააპატიმრეს

საქართველო, თბილისი - 12:42 | 26.04.2017
ნანახია: 1291

თურქეთის პოლიციამ მასშტაბური ოპერაციის შედეგად ფეთჰულაჰ გიულენის 1009 მხარდამჭერი დააპატიმრა. ამის შესახებ ტელეარხი NTV შინაგან საქმეთა მინისტრზე სულეიმან სოილუზე დაყრდნობით იუწყება.

სპეცოპერაცია ქვეყნის 72 პროვინციაში ტარდება.

მანამდე თურქული მედია გიულენის 803 მხარდამჭერის დაპატიმრების შესახებ იტყობინებოდა. ოპერაციაში 8 500 პოლიციელი მონაწილოებს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე