მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:39 | 26.04.2017 ნანახია: 1218
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მიმოიხილა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები.
უწყების ინფორმაციით, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გერმანიის მნიშვნელოვან როლს და წვლილს ქვეყნის განვითარების პროცესში. მან განსაკუთრებით გამოყო წლების განმალობაში გერმანიის მიერ განხორციელებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებები და აღნიშნა, რომ გერმანია დღეს საქართველოს მეორე დონორი სახელმწიფოა. ხაზი გაესვა თანამშრომლობას განათლების სფეროში, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიების გაცემის რაოდენობის მხრივ.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ დიასპორულ ორგანიზაციებს გააცნო დიასპორასთან უერთიერთობის სტრატეგია, რომლის დევიზია „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“.
მინისტრის განცხადებით სტრატეგია პირველად შემუშავდა და დოკუმენტი ორიენტირებულია პრაქტიკულ და კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორის აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში, დაეხმარება დიასპორას ადგილსამყოფელ ქვეყნებში საკუთარი ყოფისა და მდგომარეობის გაძლიერებაში და ხელს შეიწყობს დიასპორის აქტიურ მონაწილეობას საზღვარგარეთ საქართველოს და მისი შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან, ექსპერტულ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თავად დიასპორის წარმომადგენლებთან, რათა დოკუმენტში მაქსიმალურად იქნას ასახული დიასპორის საჭიროებები და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული დიასპორის გაძლიერების გზები.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















