ამერიკის სამხედრო ხომალდმა ირანის გემთან შეჯახება თავიდან აიცილა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 26.04.2017
ნანახია: 1436

ამერიკული სამხედრო ხომლადი Mahan-ი ირანის გემთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად იძულებული გახდა კურსი შეეცვალა. ამის შესახებ Fox News-ი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხის ცნობით, ამერიკული სამხედრო ხომალდი ირანის თავდაცვის სამინისტროს ელიტური კორპუსის გემს შეხვდა. შეჯახების თავიდან ასაცილებლად ხომალდმა კურსი შეცვალა და  სასიგნალო რაკეტები გაუშვა. ეკიპაჟმა ასევე დაიკავა საბრძოლო პოზიციებიც.

აშშ მანამდეც არაერთხელ ადანაშაულებდა ირანელ მეზღვაურებს სპარსეთის ყურეში საფრთხის შემცველი მანევრების გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე