ქართული პროდუქციის შეძენით, ყოველდღიური პატრიოტიზმით ვაძლიერებთ ქართულ წარმოებას - პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 18:52 | 25.04.2017 ნანახია: 1288
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ,,მოითხოვე ქართული" კამპანიის ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათისპრეზენტაცია გაიმართა.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათის მიზანი ქართული პროდუქციისგაყიდვების სტიმულირება და ქართულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდაა.
პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს- ქართველ მწარმოებლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს,ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ კამპანია „მოითხოვექართული" ქართული წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მასტიმულირებელი და ხელშემწყობი ფაქტორია.
„კამპანიით „მოითხოვე ქართული" შევუერთდით ტარიელ ზივზივაძისა და გოგა ჩანადირის უკვე დაწყებულ ინიციატივას, რომლის მიზანიცეროვნული წარმოების წახალისებაა.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებითდაიძლიოს.
ვიცით, რომ საქართველო ბევრი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, ეს თავისთავად გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე.
ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი არჩევანით გავაძლიეროთ ეროვნული წარმოება, ეს ერთგვარად, ალბათ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი პატრიოტულისულისკვეთების შემცველია.
ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმია თუნდაც პროდუქტის შეძენის პროცესში ქართული პროდუქციის არჩევა, რომლისსულისკვეთებასაც თავისთავად დადებითი შინაარსი გააჩნია და დიდი შედეგის მომტანია", - განაცხადა ბარათის პრეზენტაციაზე გიორგიმარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაგროვებითი ბარათის მოხმარებით და ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმით ჩვენერთ-ერთი მთავარი პრობლემის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას და ეროვნული, ძლიერი წარმოების განვითარებას დავუჭერთ მხარს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი აბაშიშვილსპროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ააიპ „მოითხოვე ქართული" ახორციელებს. პროექტის პარტნიორია „უნიქარდი", „ფუდმარტი", „სმარტი" და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.
როგორც პროექტის „მოითხოვე ქართული" წარმომადგენელმა ნინო მოსიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, დაგროვებით ბარათზექართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები - ე.წ. ,,ქართულები" დაერიცხება. ბარათის მფლობელებიავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი „ქართულების" მფლობელებს.გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიები.
ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ,,მოითხოვე ქართული" არის საქართველოში პირველი, ყრუ პირებზე ადაპტირებული ბარათი, რომლისსახელწოდება და გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილია ჟესტურ ენაზეც.
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციისგამოფენა დაათვალიერეს და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე moitkhove.ge.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















